ირაკლი კობახიძე: ბატონმა ფიშერმა ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის საელჩოსთვისაც

ირაკლი

ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, გერმანიის ელჩმა ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც.

„ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც“, – განაცხადა კობახიძემ.