ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროის მოვლენებთან დაკავშირებით, გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისთვის

ირაკლი კობახიძე ფერიდუნ სინირლიოღლუ

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან გამოხატა მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

„დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტზე მქონდა პატივი ნაყოფიერი დისკუსიები მქონოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ფერიდუნ სინირლიოღლუსთან. შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საუბრისას გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს პრემიერი.