ირაკლი კობახიძე: დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში, რაც ევროპულ ბიუროკრატიას არ მოსწონს

ირაკლი

ევროპულ ბიუროკრატიას ახლა გაახსენდა სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა ისინი ყოველდღიურ რეჟიმში არღვევდნენ ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ, სუვერენიტეტის პრინციპს, აქ ჩანს ორმაგი სტანდარტები, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ჩანს ორმაგი სტანდარტები.

„დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში, რაც არ მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას. მათ ახლა გაახსენდათ სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა, ევროპული ბიუროკრატია ყოველდღიურ რეჟიმში არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ, სუვერენიტეტის პრინციპს. აქ ჩანს ორმაგი სტანდარტები. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად აფასებს იმ პროცესებს, რაც ვითარდება ევროკავშირში და ჩვენი შეფასებაც იყო ასეთი მთელი ამ წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს.