ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანის საზღვარზე ტაქტიკური ღონისძიება დაიწყეს

ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელელმა ჯარისკაცებმა ლიბანის ტერიტორიაზე დაიწყეს მოქმედება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ისრაელის ჯარები ლიბანის სამხრეთ ნაწილში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი „გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, ეს არის „საზღვარზე ტაქტიკური ღონისძიება“ და არა ლიბანის შიგნით ფართო სახმელეთო ოპერაციის ნაწილი.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ისრაელის მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ფენის შექმნაზე მუშაობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.