რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
"ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, ერთი მთავარი საკითხი, რომელიც აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლობა.
"ზოგადად, საინტერესო საუბარი გქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით როგორიც არის, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ეს არის სურვილი ჩვენი მხრიდან საჯაროდ გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ, არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება-გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა. ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.