ირაკლი კობახიძე ბრიუსელში სტუდენტების აქციაზე - სამწუხაროა როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამაში მათ ჩართეს რამდენიმე სტუდენტიც, ესენი არიან თუ არ ვცდები, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პირდაპირ მიეკუთვნებიან „გირჩს“ და ასევე „ფრანკლინის კლუბს“ - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში გამართული სტუდენტების აქციის კომენტირებისას. მისი თქმით, სამწუხაროა როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. „რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამაში მათ ჩართეს რამდენიმე სტუდენტიც, ესენი არიან თუ არ ვცდები საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პირდაპირ მიეკუთვნებიან „გირჩს“ და ასევე ფრანკლინის კლუბს. ძალიან სამწუხაროა როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენს დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის. თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული კანდიდატის სტატუსის მიღებაზე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სხვა სიახლეები