ირაკლი კობახიძე IRI-ს კვლევაზე: ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალშიც უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს. თუმცა, ძალიან სამწუხაროა კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება

ირაკლი კობახიძე

 „დეტალებში არ შევალ. თავისთავად სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას, რომ სამწუხაროდ IRI-ს ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები.“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევებს გამოეხმაურა. კობახიძე იხსენებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ადრეც მომხდარა კვლევების გაყალბება და აცხადებს, რომ მომავალშიც უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს. „ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე ეს კვლევები. მაგალითად, წინა კვლევაში თვალშისაცემი იყო განსაკუთრებით პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესო ის არის, რომ ფავორიტები ვინც იყვნენ წინა კვლევაში, მაგალითად, ისინი იყვნენ უსუფაშვილი, ლომჯარია, დოლიძე, რომლებსაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ საერთოდ ვეღარ აღმოჩნდნენ IRI -ს კვლევაში. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა ეს ყველაფერი რაც იდება ხოლმე სამწუხაროდ IRI-ს სახელით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალშიც უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა სიახლეები