ირაკლი კირცხალია: თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი

ირაკლი კირცხალია

თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ბრიუსელი თბილისს სთავაზობს დემოკრატიის ისეთ პრინციპს, სადაც უმცირესობამ უნდა იბატონოს უმრავლესობაზე.

„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, იმიტომ, რომ ისინი გვთავაზობენ დემოკრატიის ამ პრინციპს: თურმე უმცირესობამ უნდა იბატონოს უმრავლესობაზე. ჩვენ გვთავაზობენ, რომ თურმე გამჭვირვალობის კანონი მათ ქვეყნებში შეიძლება და მათი ქვეყნების უსაფრთხოებას ემსახურება, ჩვენთვის არ შეიძლება“, - აღნიშნა კირცხალიამ.

✕