ირაკლი კირცხალია: ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ

ირაკლი კირცხალია

ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელის დაწვა სიტყვის თავისუფლებაში შეიყვანეს და წაახალისეს.

„ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ. შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ. პოლიციელის დაწვა სიტყვის თავისუფლებაში შეიყვანეს და წაახალისეს, ზოგიერთი დიპლომატი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილ გამოსახულებიანი ბანერებით დარბოდა. ლაზარე გრიგორიადისის გაგმირება გვახსოვს. შემდეგ ხანდაზმულმა ლაზარემ, ელისაშვილს ვგულისხმობ, რა სცადა, ისიც ვნახეთ. ჯერ წაახალისეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა, შემდეგ ექსტრემიზმი, რაც ტერორიზმში გადაიზარდა. ამ უტიფრებს ენა უბრუნდებათ და ამბობენ, რომ ეს გადატრიალება არ ყოფილაო“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.