პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
კოშტას და ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება საქართველოს ჭრილში რომ განვიხილოთ, არა მხოლოდ ღიმილისმომგვრელია, არამედ შეურაცხმყოფელია, რადგან ქვეყნის შიდა საქმეებში არათუ ერევიან, არამედ პირდაპირ ჩართულები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უსამართლო დამოკიდებულება საკუთარ თავზე გამოსცადა.
„რა ხდება უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რა დღეშიც ეს ქვეყანაა. მათმა ჩარევამ ეს ქვეყანა სანამდე მიიყვანა, ვხედავთ. დონალდ ტრამპმა დიდ სქემას ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს. უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც იღვიძებენ და საზოგადოება ხმას იმაღლებს. რასაც ბრიუსელიდან ვხედავთ, საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ. ამას დონალდ ტრამპი რეალისტურად აფასებს და მას ვეთანხმებით. მოლდოვას საქართველოს ადარებთ? – ჩვეულებრივი მარიონეტია. არჩევნებს, დემოკრატიისა და კორუფციის ინდექსებს გადახედეთ. მოლდოვა საქართველოსთან რა მოსატანია? – უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და მათივე პროქსი პოლიტიკის მატარებლები რა განცხადებებს აკეთებენ, ვხედავთ. ომში ჩართვაზე არანაკლებ სიტუაციაში მოლდოვა ყველა მხრივ“, – განაცხადა კირცხალიამ.
ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: „ურყევად ვუჭერთ მხარს უკრაინას, მიზანია ძლიერი უკრაინა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“.