21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკური შანტაჟი იმ არაფორმალური მმართველების მხრიდან, რომლებიც თავისი ბინძური და მერკანტილური აზროვნებით ფიქრობენ, რომ რაღაც ფინანსური, უსამართლო, უტიფარი, სამართალს გაცდენილი სანქციებით დააშანტაჟებენ ადამიანს, რომლისთვის პირველი მთავარი არის თავისი სამშობლო და ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
იგი ამგვარად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი“.
კირცხალიას შეფასებით, როდესაც ადამიანს, რომლისთვისაც უმთავრესი მისი ქვეყანაა, ასეთი მეთოდებით ებრძვიან, ღიმილისმომგვრელია.
„ნახონ ამ ადამიანის ისტორია 2012 წლიდან და 2012 წლამდეც, რა აქვს თავისი ქვეყნისთვის გაკეთებული - ხელისუფლებაში იქნებოდა თუ არ იქნებოდა, ყველას კარგად გვახსოვს ის უდიდესი ქველმოქმედება, რაც მან თავისი ქვეყნისთვის გააკეთა.
და როდესაც ასეთ ადამიანს ასეთი მეთოდებით ებრძვი, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. ჰგონიათ, რომ ადამიანი, რომლის პირველი და მთავარი პრიორიტეტი არის თავისი ქვეყანა, შეუძლიათ, რომ დააშანტაჟონ რაღაც დონის ფინანსური სანქციებით.
თვითონ ეს არაფორმალური მმართველებიც კარგად ხედავენ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამ დროს უტიფრად იყენებენ იმ ბერკეტებს, რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით გააჩნიათ იმ არაფორმალურ მმართველებს, რომლებიც ჯერჯერობით ძალიან მძლავრად არიან წარმოდგენილნი განსაკუთრებით ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, - განაცხადა კირცხალიამ.
რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, - ინფორმაციასქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს, 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე. ადვოკატი წერს, რომ „ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო“.