1795636129
ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ
ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში ატრიალებდნენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მინდა პირობითად ორ ნაწილად გავმიჯნო: როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ - ამდენი დანაშაული, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. და მეორე ნაწილი, როდესაც ისინი კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით არიან ოპოზიციაში და მუდმივად არის მათი მხრიდან მცდელობა ქვეყნის რყევის, რევოლუციების. არცერთი არჩევნები არ არის თურმე ლეგიტიმური, ყველაფერი იყო გაყალბებული, მუდმივად პროცესების ქუჩაში გადატანის სურვილი, ქვეყნის ჯანჯღარი - ეს უნდა დასრულდეს. მათი მთლიანი მოღვაწეობა არაკონსტიტუციურია“, - აღნიშნა მან.
მაჭავარიანი გამოეხმაურა ანა წითლიძეს განცხადებას, რომ ადეიშვილის ნამოქმედარის გამო, მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა აეკრძალოს.
„როდესაც ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობდა, ზუსტად ანალოგიურს აცხადებდნენ ის ბატონები, რომლებსაც ამხელა დანაშაული ჰქონდათ კაცობრიობის წინაშე - რა ჩვენი ბრალია, ცალკეული პოლიტიკოსების გადაწყვეტილება იყოო. ერთი ერთში იმეორებენ ნაცისტური პარტიის ნარატივს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.












