პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს - დამერწმუნეთ, პასუხის გარეშე არ დარჩება ეს უტიფარი ცილისწამება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ BBC-ის ფილმთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
„რაც შეეხება BBC-ის და დიდ ბრიტანეთში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ამავე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქალბატონი ტრასი. ეს ძალიან ნათლად ასახავს, დღეს რას წარმოადგენს BBC და დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური ელიტა და სად მიაქანებს სრულიად კონტროლირებადი მედია სივრცე და პოლიტ ელიტა ამ მართლაც ისტორიულ, დიდ ქვეყანას“, - აცხადებს კირცხალია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.