ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო

ირაკლი გოგავა

ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

მისივე თქმით, მსოფლიოში გლობალისტების ჯგუფმა უკვე წააგო.

„გლობალისტებისთვის, რომლებიც ბრიუსელს და „ბრიუსელის კომისარიატს“ აკონტროლებენ, ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა, ეს არის ომი მათი მომავლისთვის, მათი გავლენებისთვის.

რეალობა ის არის, რომ ამ ჯგუფმა პრინციპში უკვე წააგო. ცენტისკენული აჩქარება ევროპაში დასრულებულია, ცენტრიდანულია დაწყებული, დანარჩენ ევრაზიაში პირიქით არის. ეს რისთვის ხდება? იმიტომ, რომ გლობალისტები ძალიან აგრესიული ძალაა. ტრამპიც მას უპირისპირდება.

ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო“, - განაცხადა გოგავამ.

✕