პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

ბავშვი

პედიატრი, სალომე ახვლედიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მშობლებს აფრთხილებს. პედიატრი პრეპარატ „ანალგინზე“ საუბრობს და დასძენს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პრეპარატი. მისი თქმით, ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, წნევის მკვეთრად დაცემა, ღვიძლის დაზიანება და მძიმე ალერგიული რეაქციები. 

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პრეპარატი, რომელიც შეიძლება მისცენ ბავშვს მაღალი ცხელების და ტკივილის დროს. მას ხშირად ურჩევენ ახლობლები და სამედიცინო პერსონალიც კი. ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება – აგრანულოციტოზი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში იმ უჯრედების რაოდენობა მცირდება, რომლებიც ბაქტერიებს ებრძვიან. ამას შეიძლება მოჰყვეს მძიმე ინფექციები, სისხლის მოწამვლა და სიკვდილიც კი. გარდა ამისა, ბავშვებში ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს წნევის მკვეთრად დაცემა, ღვიძლის დაზიანება და მძიმე ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიაც კი. სწორედ ამ რისკების გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია ან მკაცრად შეზღუდულია. ეს პრეპარატი „ანალგინია“- ამბობს პედიატრი. 

✕