პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“ქართული ოცნება”, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის პოლიტიკური ძალაა, კვლავაც აგრძელებს ხალხისა და ქვეყნის საჭიროებებზე ფოკუსირებას. ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავლის შექმნა. ამაში მთლიანად ჩვენი გუნდია ჩართული",- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ბატონი პრემიერის არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა გაჟღერებული ბოლო პერიოდში და თქვენ იცით, როგორ აღიზიანებს და არ ახარებს ეს ქვეყნის მოძულე, დესტაბილიზაციაზე მომზირალ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.
დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი ბატონი ღარიბაშვილის სახით, რომელიც პატრიოტი, ვაჟკაცი, საქმეზე ორიენტირებული და ქვეყნის ინტერესების დამცველი, ნამდვილად ღირსეული პრემიერია. მესმის, რომ ეს ოპოზიციას აღიზიანებს. მესმის, რომ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის წინსვლას აფერხებენ, აღიზიანებთ ქვეყნის განვითარება და მათთვის ეს მიუღებელია. ამიტომ ეს კვლევები ერთია და მეორე ქვეყნის ამომრჩევლის განწყობა, რაც კარგად დავინახეთ და გამოჩნდა არჩევნებზე.
ყველას ვურჩევდი, იხელმძღვანელოს იმ შეფასებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გააკეთეს და ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, “ქართულ ოცნებას” აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ვდგამთ ჩვენ და დგამენ ამ გუნდის ლიდერები, რასაც დგამს ბატონი პრემიერი. ამიტომ, ტყუილად ნუ შექმნიან ცრუ აჟიოტაჟს ოპოზიციურ პარტიებში, მიხედონ თავიანთ პრაქტიკულად განულებულ ნდობას. ჰკითხეთ რიგით ადამიანებს, ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმეს თუ ესინჯება პოლიტიკური პულსი”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.