პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირაკლი ღარიბაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი და, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის ძალებისთვის და ნებისმიერ სამხედროს შეგიძლიათ, ჰკითხოთ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, ვისაც ვიცნობ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ყოველგვარი თავდასხმები ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საფუძველს არის მოკლებული.
„დამერწმუნეთ, მან ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია და შესაბამისად, მსგავსი ბრალდება, თითქოსდა რაიმე ტიპის განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ასე შემდეგ, არის ყოვლად დაუშვებელი. მას, კიდევ ერთხელ გეტყვით, ძალიან ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის, მათ შორის, თავდაცვის ძალებისთვის გაკეთებული და ჩვენი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.