ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერს შეხვდება

ღარიბა

ახლო აღმოსავლეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს იერუსალიმში გრძელდება. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ისრაელის პრემიერთან და ქნესეთის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერი მოინახულებს ჯვრის მონასტერს.

იორდანიაში კი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალასთან გამართა.

მთავრობის მეთაურმა უმაღლესი რანგის სასულიერო პირებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის პროცესში მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართული დელეგაციის პატივსაცემად იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის სახელით შედგა ვახშამი, რომელსაც პრინცი ღაზიც ესწრებოდა.