VIDEO: მასშტაბური ავარია თურქეთში - არის მსხვერპლი

თურქეთი

თურქეთში მასშტაბური ავარია მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით,  გაზენტეპ-ნიზიპის გზაზე ავტობუსი მაშველების, სასწრაფო დახმარების მანქანას და საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ მანქანას დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი, 2 მედპერსონალი და მედიის 2 წარმომადგენელი.