პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავარია თურქეთში. გარდაიცვალა 20, დაშავდა 26 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ერთი პოლიციელი. დაშავებული 26 ადამიანიდან კი რვის მდგომარეობა მძიმეა.
მარდინის პროვინციაში ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა, რომელსაც მუხრუჭმა უმტყუნა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მაშველები.
მოგვიანებით, იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთ სატვირთო მანქანას შეექმნა პრობლემა მუხრუჭებზე, მძღოლმა ვეღარ დაიმორჩილა სატვირთო და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანასა და შეკრებილ ხალხს დაეჯახა. სატვირთოს მძღოლები დაკავებული არიან, მიმდინარეობს გამოძიება.