ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარეს შეხვდა

IRAKLI GARIBASHVILI

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.  ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ძველი ივერია“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში არსებული პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები - სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და “პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.