ირაკლი ფავლენიშვილი: 4 ოქტომბერს რა მოხდება, 4 ოქტომბერს ნახავთ, დარწმუნებული ვართ, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ქართველი იქნება შეკრებილი

ირაკლი ფავლენიშვილი

4 ოქტომბერს რა მოხდება, 4 ოქტომბერს ნახავთ, დარწმუნებული ვართ, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ქართველი იქნება შეკრებილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ქართველი ხალხის პროტესტი.

„რა თქმა უნდა, ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ საქმე ძალიან მარტივადაა, 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის თარიღი, არა კონკრეტული ადამიანების, მათ შორის იმ ადამიანის, ვინც არის ამ კონკრეტული თარიღის პირველი გამომცხადებელი, პაატა ბურჭულაძე. საქართველოში კრიტიკული უმრავლესობა თანხმდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მოსაშორებელი. სხვა სახელებისა და გვარების პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ქოცური მხარის მიერ. ამიტომაც, რაც უფრო მოახლოვდება 4 ოქტომბერი, მით მეტ პროპაგანდას თუ ტყუილს ვიხილავთ, თითქოს კონკრეტულ ადამიანებთან არის დაკავშირებული ეს პროტესტი და არ არის ქართველი ხალხის პროტესტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. პაატა ბურჭულაძე შეიძლება ხვდებოდეს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს არის ქართველი ხალხის პროტესტი. მე შეხვედრებს არ ვესწრები. დარწმუნებული ვართ, 4 ოქტომბერს იქნება უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ქართველი შეკრებილი. იმდენად ბევრი ხალხი, რომ პროპაგანდისტური საშუალებებიც ვერ შეამცირებენ. 4 ოქტომბერს რა მოხდება, 4 ოქტომბერს ნახავთ, რაც შეეხება პროცესს, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება, რომელიც მიტაცებული აქვს ივანიშვილს და ამ დამნაშავეების მცირე ჯგუფს. მთავარია, 4 ოქტომბერს ეს განხორციელდეს და როგორ და რანაირად, ნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.