ესპანეთში ძლიერი წვიმის მოლოდინში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთი სტიქია

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში შტორმ „გაბრიელის“ გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ვალენსიაში, კასტელონსა და ტარაგონაში შესაძლოა რამდენიმე საათში 1 კვადრატულ მეტრზე 180 ლიტრი წვიმა მოვიდეს.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი აარიდონ სახლიდან გასვლას, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს.

შარშან ვალენსიაში წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.