1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იქნება თუ არა საქართველო შემდეგი? ეს ძალიან რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რა დროსაც წამყვანმა მას ჰკითხა, შიშობს თუ არა საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ძალიან დაუცველია და მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს.
“ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, ვერავინ იქნება დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია უკრაინაში მისი დამარცხების ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ უკვე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებზეც ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოს, ისევე როგოც მოლდოვას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.