რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
პოლიტიკური შეფასებების თემაა 9 აპრილის მემორიალთან გამართული აქცია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზატორები არა დაკავებულების მშობლები, არამედ არასამთავრობოები იყვნენ, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
მათივე თქმით, მემორიალთან მოქალაქეების შერჩევით შეშვება ფაშიზმია, რაზეც საელჩოებს რეაქცია უნდა ჰქონდეთ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი აცხადებს, რომ ყველას ჰქონდა მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა და დაძაბულობას მხოლოდ პროვოკაციული შემთხვევები ქმნიდა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, 9 აპრილის მემორიალთან ვინ მივა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
"იქ ვინ მივა და ვინ არ მივა, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამაზე საჯავრებელი არ უნდა ჰქონდეს. გუშინდელი აქციის ორგანიზატორების იყვნენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი რამდენიმე ადამიანი. დაანებონ NGO-თვის ნებისმიერი საკითხის მიკვრას თავი. არავითარი წინასწარი პროვოკაცია არ იყო, პროვოკაცია იყო იმ ვაჟბატონების მობრძანება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გვიბიძგებდნენ. რაც შეეხება უცხოურ ძალებს, საქართველოს სიყვარული უცხოური ძალების გარეშეც არის შესაძლებელი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 36 წლის შემდეგ, ქართველმა ხალხმა ამ დღისთვის გაერთიანება ვერ შეძლო, რადგან რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს ყველა ერთად უნდა მდგარიყო.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დღეს, 36 წლის შემდეგ ვერ მოხდა ის, რომ კვლავ ერთად დადგა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. 9 აპრილი არს ის უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენი უახლოესი ისტორიის შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, მთელი მოსახლეობა, ყველა იყო ამ დღის ორგანიზატორი და ყველა ერთად უნდა მდგარიყო ამ დღეს რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.