„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„ნაციონალურ მოძრაობაში შიდა ბრძოლა, დაპირისპირება ძალაუფლებისა და ფულისთვის მიმდინარეობს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრის დროს განაცხადა.
„სააკაშვილის, კეზერაშვილისა და სხვების ფულისთვის. ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ამ პარტიას დაასუსტებს და შესაბამისად, ეს ძალიან კარგი პროცესია. იმის ნაცვლად, რომ რიგგარეშე არჩევნები საქართველოში ჩაეტარებინათ, საკუთარ პარტიაში ატარებენ. ასევე, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გადაეტრიალებინათ, საკუთარი თავმჯდომარე გადაატრიალეს. ეს არის რეალობა, რაც ძალიან კარგია. მათ პოლარიზაცია და რადიკალიზმი ქვეყანაში უნდოდათ და საბოლოო ჯამში, პოლარიზაციას, ურთიერთდაპირისპირებასა და რადიკალიზმს საკუთარ პარტიაში მიაღწიეს. ეს კარგია იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს“- განაცხადა კობახიძემ.