რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
"იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის, სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ .
"ეს იქნება "ფეიკის" გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით, სუვერენულად მოქმედება შეეძლება", - განაცხადა კობახიძემ.