მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ისაუბრა "ქართული ოცნების" ინიციატივაზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.
მისივე თქმით, იმაზე საუბარი, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უფრო ადრეულ ასაკში დადგეს, წარმოუდგენელია, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, სადაც არასრულწლოვანებთან იმუშავებენ სპეციალისტები და კრიმინალურ წრეს ჩამოაშორებენ, აუცილებელია.
"14 წლის ასაკამდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირის მიცემა არ შეიძლება, მაგრამ არის ჯგუფები, რომლებიც მიდრეკილები არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ, თუმცა, ასაკის გამო, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რას ჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მრავალჯერ ესაუბრნენ და სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარეს, ამ ადამიანებზე არ ჭრის - ისინი აგრძელებენ სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას და სახელმწიფო გულგრილი ვერ იქნება.
რა თქმა უნდა, იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ასაკი დაიწიოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უფრო ადრეულ ასაკში დადგეს, წარმოუდგენელია და ამას არავინ გააკეთებს, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სპეციალისტები ამ ბავშვებთან სერიოზულად იმუშავებენ და კრიმინალურ სამყაროს მაქსიმალურად ჩამოაშორებენ, აუცილებლად გასაკეთებელი იყო და ეს ნაბიჯი გადაიდგა," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.