ილია ინჯია: ჩვენი სამშობლოს ნათელი მომავალი სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას -პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში დევნილებს შეხვდა

ილია ინჯია

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია,  წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში დევნილებს შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ილია ინჯიამ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო მოსახლეობას.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი ძლიერი იარაღი დღეს არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ მოვლენების სწორად შეფასება და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და სწორად გაქვთ გააზრებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი სამშობლოს ნათელი მომავალი სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას,“- განაცხადა ილია ინჯიამ.