ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზალკალიანის შემცვლელი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი იქნება.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილმა დავით ზალკალიანი ჩაანაცვლა, რომელიც აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.