ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს. 2023 წლის 3 მაისს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელი ქოენთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.