გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბელგიაში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.
მთავრობის მეთაურთან ერთად, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც არიან. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განმარტა, შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
"ვიზიტს ბრიუსელში ყოველთვის აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან სწორედ ამ დინამიკური ურთიერთობებით, შეხვედრებით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ და ვამყარებთ იმ მთავარ გზას, რომელზეც შედგა ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს ვიზიტები, და, ზოგადად, პრემიერ-მინისტრის აქტივობა საგარეო მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტენსიური და დინამიკური ურთიერთობები ძალიან ღირებულ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.