გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
2023 წლის 3 მაისს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ისრაელის ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოჰანასთან.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის, როგორც ქვეყნებს შორის მულტიდისციპლინური თანამშრომლობის განვითარების როლი და მნიშვნელობა.
ასევე აღინიშნა საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ნაყოფიერი საქმიანობა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.