რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ეს ძალები იქ ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, არავის მიუწვევია და მათი იქ ყოფნა არავის სიამოვნებს.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.
„რუსეთის სამხედრო ძალები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე მათი მთავრობების ნებართვისა და მოწვევის გარეშე. დღევანდელ შეხვედრაზე, ნატოელმა მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიიდან და პატივი სცეს მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს წარმოადგენს ფუნდამენტურ პრინციპებს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ალიანსი მზად არის დიალოგი გამართოს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისზე წავიდეთ ამ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ევროპაში თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
ჩვენ არ ვაპირებთ წავიდეთ კომპრომისზე იმ უმთავრეს უფლებასთან დაკავშირებით რაც გულისხმობს თითოეული სახელმწიფოს არჩევანს დამოუკიდებლად აწარმოოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.“- განაცხადა სტოლტენბერგმა.