პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისრაელის სახელმწიფოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდისაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
იაირ ლაპიდი აღნიშნავს, რომ გაგრძელდება მუშაობა ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შევთანხმდით, რომ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად”,- აღნიშნავს იაირ ლაპიდი.