პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"კომისიის შეფასება ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალ კვირას მოხდეს, რის შემდეგაც იქნება განხილვა წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილების გარშემო. არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები, უფრო მეტი, ვიდრე იმედი გვქონდა, პირობებით თუ მათ გარეშე", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
"არსებობს ერთი პრინციპული დასკვნა, საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე და მიიღოს ის შედეგები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს. პოლიტიკოსების სიძლიერე ამ ძალისხმევაში არის ის, რომ ეფუძნება მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ მიზანს.
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და ჩვენ გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!",- განაცხადა ჰარცელმა.