პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, აგვისტოს ომთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, Facebook-ზე წერს.
„ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს - ზემო აფხაზეთი. 2008 წლის რვა აგვისტოს იძახეს, რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ჩართვა სურთ ამ მოვლენებშიო; ცხრაში ბრძანებულება გამოსცეს, რვაში გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბიო; ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს; თორმეტში წაგებული ომი აზეიმეს ხალხს, ორ თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს რუსებს ხელი - 7 აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დავბომბეთო; უკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გადამალეს, რომელთა მოძიება და სტრასბურგის მოგება ძლივს მოხერხდა 2013 წლის შემდეგ და ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, რვაში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო. თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს, წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია „ნაცების პიარმა“ ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა. სულ ასეთი „მართლები“ და „პატრიოტები“ არიან!“, - წერს იონათამიშვილი.