პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ამერიკის ხმა“ აქვეყნებს ლეილა და დურო კახნიაშვილების ინტერვიუს, რომლებიც დევნილები არიან სოფელ კეხვიდან.
ინტერვიუში ცოლ-ქმარი საუბრობს როგორია მათი თვალით დანახული ომი და მშვიდობა.
„სიკვდილზე ცუდი რამეც არსებობს, ასჯერ უარესი. ომი ვის უნდა, მაგრამ თუ მეომები, მინდა! ომი საშიში არ არის, სირცხვილია საშიში",- ამბობს დევნილი კეხვიდან.
ინტერვიუს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გივი თარგამაძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
თარგამაძის თქმით, პატრიარქი ქვეყანას აპოკალიფსისკენ ექაჩება.
„მადლობა თეონა ფანქველაშვილს, ეს რომ ჩამიგდო. მადლობა „ამერიკის ხმას“ რომ ჩაწერა. ქადაგებამოლეულ, რუსებში ამოთხვრილ, აპოკალიპსში მომქაჩავ, გვერდზე წამოგორებული ქვეყნის პატრიარქის საძაგლობის მიღმა დარჩენილი ნორმალურების სახელით, ამ სანიმუშო ქართველ ცოლ-ქმარს გაუმარჯოს. მადლობა მათ, მადლობა იმისთვის, როგორებიც არიან. მადლობა, მადლობა, მადლობა“,- წერს გივი თარგამაძე.