გუშინდელმა საგამოცდო დღემ პრაქტიკულად უხარვეზოდ ჩაიარა

ამილახვარი

47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და გუშინდელმა დღემ პრაქტიკულად უხარვეზოდ ჩაიარა. 93%-ზე მეტი გამოცხადდა და არანაირი ექსცესებია არ ყოფილა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა ჩვენს აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს ვუთხრა, რომ წყნარად, მშვიდად, აღელვების გარეშე გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ვინაიდან ამისთვის ყველა საგამოცდო ცენტრში შექმნილია ყველა შესაბამისი პირობა. აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინვენტარით, გაგრილების სისტემით“, - აღნიშნა მინისტრმა.