„ქარბუქი, შტორმი და ძლიერი ქარი“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1771317504
დრო რაც გადის, მოწმეები გვემატება იმის თაობაზე, რომ მართლები ვიყავით, რომ, სამწუხაროდ, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკიდან ფინანსდებოდა ის რადიკალური პროცესები, რაც წინა წლებში იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ვინაიდან საქართველო არ აჰყვა იმ პროვოკაციულ მოწოდებებს, რაც ეხებოდა ომის დაწყებას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას ბაღებსა და სკოლებში, ხელისუფლების უკანონო შეცვლა გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი კი ფინანსდებოდა.
„ვამბობდით, რომ ეს ფინანსდებოდა ამერიკიდან, ევრობიუროკრატიიდან. ეს ყველაფერი ჯერ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომელმაც ეს ფონდები გააუქმა, რადგან ისინი სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ფულით ერეოდნენ. ახლა ეს ადამიანი ამბობს, რომ რადიკალური პროცესები ფინანსდებოდა. რაც დრო გავა, უფრო მეტს მოუწევს იმის აღიარება, რა ხდებოდა საქართველოში. მაშინ შევძელით და პროვოკაციას არ ავყევით, თორემ ეს ყველაფერი, ვისაც გინდათ, ახლა მას ეთქვა, თუ ომში ჩავერთვებოდით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა განაცხადა, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა.