მანქანა ქალს დაეჯახა - თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა
1774467272
რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს, თუ როგორაა საქმე?, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.
„სულ უფრო დაემსგავსა [ევროკავშირი] საბჭოთა კავშირს, თან უარესი ფორმით. როდესაც ქვეყანას სთხოვ, რომ სიტყვა რუსულიც არ ახსენოს და რუსი ტურისტი არ შემოუშვას და შენ ჩახუტებული ხარ რუსეთთან, ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
Euronews-ი წერს, რომ ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი კვლავაც იწვევს რყევებს ენერგობაზარზე.