პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ნაძალადევის რაიონში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 65 წლამდე კაცმა დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.