გურამ მაჭარაშვილი: მეც შემიძლია, შუა რუსთაველზე დავდგე, ხელები გავშალო და ქუჩა გადავკეტო, როცა დისკომფორტს ასეულობით ადამიანს უქმნი ეს გამოხატვის თავისუფლებაა, დემოკრატიის პრონციპში ჯდება?

გურამ მაჭარაშვილი

ადამიანის უფლებების კონვენციებში წერია, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ და ქვეყანამ ეს უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობის ფარგლებში და ისე, რომ სხვათა უფლებები არ იყოს შელახული, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისი თქმით, „დიფ სთეითმა“ თავის მხარდამჭერებს დაავიწყა, რომ შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება.

„დიფ სთეითის“ პოზიციაა, რომ კონვენციით მხოლოდ მათი მხარდამჭერების უფლებებია გათვალისწინებული. ადამიანებს როდესაც პროტესტის გამოხატვა უნდათ, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სხვათა უფლებები არ დაირღვეს. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ დროს, საშუალებას და ადგილს მოგცემს, პროტესტი გამოხატო. სხვათა უფლებები დაცული უნდა იყოს. მეც შემიძლია, შუა რუსთაველზე დავდგე, ხელები გავშალო და ქუჩა გადავკეტო. ეს გამოხატვის თავისუფლებაა? როცა დისკომფორტს ასეულობით ადამიანს უქმნი, ეს დემოკრატიის პრონციპში ჯდება? შემიძლია, სხვა ადგილას დავდგე, სადაც სხვას მოძრაობაში ხელს არ შევუშლი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.