1747168660
გურამ მაჭარაშვილი: კომისიაზე დაბარებულია ნანა ქადაგიშვილი, რომელსაც ჯერ მოსთხოვეს, რომ ერთ-ერთი კომერციული ბანკის წილი დაეთმო, შემდეგ უკანონოდ დააპატიმრეს, ოჯახის წევრები დაუპატიმრეს

კომისიაზე დაბარებულია ქალბატონი ნანა ქადაგიშვილი, რომელსაც ჯერ მოსთხოვეს, რომ ერთ-ერთი კომერციული ბანკის წილი დაეთმო, შემდეგ უკანონოდ დააპატიმრეს, ოჯახის წევრები დაუპატიმრეს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთან ნანა ქადაგიშვილთან დაკავშირებით.
„კომისიაზე დაბარებულია ქალბატონი ნანა ქადაგიშვილი, რომელსაც კომბინაცია აქვს ისტორიის. [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისას] ჯერ მოსთხოვეს, რომ ერთ-ერთი კომერციული ბანკის წილი დაეთმო, შემდეგ უკანონოდ დააპატიმრეს, ოჯახის წევრები დაუპატიმრეს. პატიმრობისას აწამეს ციხეში ოჯახის წევრები და ორი ოჯახის წევრი გარდაიცვალა. შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თავად ნანაზე და დღემდე მოჰყვება ეს უბედურება ოჯახს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.