„არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმის ახალი დეტალები
1749154794
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის ორფენიანი საფარი 10 400 კვ.მ ფართობზე იგება. გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 950 000 ლარი იხარჯება.
გარდა ამისა, გზის საფარის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია კიდევ ოთხ ქუჩაზე - ბორჯომის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, ხოლო დაისის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია. ჯამში, ექვსივე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 5 000 000 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, რაჭის ქუჩაზე, 850 გრძივ მეტრზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 564 000 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.