„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1773391100
ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვსაუბრობთ, „დიფ სთეითი“ იბრძვოდა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალა, სუვერენიტეტი წაეღო და შემდეგ რაც უნდოდა, გაეკეთებინა, ომის დაწყება იქნებოდა თუ სხვა რამ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და სხვა თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ საქართველოზე ნამდვილად იყო ზეწოლა.
„მოსკოვის მექანიზმის“ საფუძველზე ეუთო-ს ანგარიშში წერია, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი გააუქმეთო, გამჭვირვალეობის კანონზე უარი თქვით და საქართველოში შავი ფული უცხოური ძალებიდან უნდა შემოვიდეს და ეს უნდა იცოდეთო. ასევე ოჯახური ღირებულება გააუქმეთ, კაცების ქორწინება დააკანონეთო. რეალურად გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი ჩვენ გადმოგვეცით, ჩვენ უკეთ ვიცით, საქართველო როგორ უნდა იმართოსო. ამას სამიათასწლიან ქვეყანას გვეუბნებიან. ჩვენი ქვეყანა ამისთვის იბრძოდა? მეოცე საუკუნეში სუვერენიტეტი თუ ძალით წაიღეს, ახლა გვეუბნებიან, თქვენი ნებით ჩააბარეთ, თორემ, ძალით წავიღებთო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნიდან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ ჰააგას სასამართლოს თუ მიმართავენ, რა პოზიცია ექნება ქვეყნის ხელისუფლებას, გურამ მაჭარაშვილი პასუხობს, რომ სადაც უნდათ, იქ იჩივლონ.
„გვახსოვს ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით. რუსეთს ახლა ყველა რომ ეხუტება და ამერიკამ რუსულ ნავთობზე სანქციები საერთოდ მოხსნა, მაგრამ ჰააგა სხვანაირსდ ფიქრობს. ჩემთვის საერთაშორისო ორგანიზაციები საპატივცემულოა, თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს. სხვათა შორის, ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ პროცესები. რით ვერ გაიგეს, დაშინება აღარ გამოდის. თუ არ ვცდები, ამერიკამ 600-მდე ორგანიზაცია დატოვა, მათ შორის ვენეციის კომისია. იმ მიზნით დატოვა, რომ მავნე საერთაშორისო ორგანიზაციები არიანო. რით გვემუქრებიან, მავნე საერთაშორისო ორგანიზაციები რას გააკეთებენ. სადაც უნდათ, იქ იჩივლონ, სიმართლეა ჩვენს მხარეს, სიმართლე კი, ყოველთვის იმარჯვებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.