გურამ მაჭარაშვილი: დამხობის ჩაშლა დააბრალეს საწყალ ღობეს, თან მგონი ერთს არა, მერე მეორესაც დააბრალეს. ანუ, ეს დიდი ოქტომბრის რევოლუცია დაჰბრალდა ორ ღობეს

გურამ მაჭარაშვილი

დამხობის ჩაშლა დააბრალეს საწყალ ღობეს, თან მგონი ერთს არა, მერე მეორესაც დააბრალეს, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ უჭერს მხარს დამხობას.

„ჩვენ კარგად ვიცით ზურაბიშვილი რას და ვის ემსახურება. ამავდროულად ისიც ვიცით, რომ დილით ემხრობა ძალადობრივ აქციას, მერე ემიჯნება. როცა ხედავს, რომ უკვე ჩაიშალა დამხობის პროცესი და პასუხისმგებლობა დადგება, აუცილებლად გვერდზე გაიწევს ხოლმე. ყველაფერი, ამ დამხობის ჩაშლა დააბრალეს საწყალ ღობეს, თან მგონი ერთს არა, მერე მეორესაც დააბრალეს. ანუ, ეს დიდი ოქტომბრის რევოლუცია დაჰბრალდა ორ ღობეს.

როდესაც საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მათი მომხრეებიც კი, არ არიან დამხობის მხარდამჭერები, აი, ეს არის სათავე და მიზეზი ზუსტად იმისა, რატომაც არ შედგა დაანონსებული დიდი ოქტომბრის ორღობის რევოლუცია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.