„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1773391100
რას მოგვიწოდებს 24 ქვეყანა, ჩვენთვის არაფრის მთქმელია, თუ თან მტკიცებულება არ ახლავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „მოსკოვის მექანიზმი“ რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია, მაგრამ, მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ უშველის.
„24 ქვეყანა კი არა, 27 ქვეყნის ელჩი იუსტიციის მინისტრთან მივიდა და ეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი კვდება, ევროპის ჰაერი სჭირდებაო. რატომღაც, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არ მახსოვს, 27 ქვეყნის ელჩი მოსულიყო და ბოდიში მოეხადა, უი, შევცდით, სააკაშვილი არ კვდებაო. რას მოგვიწოდებს 24 ქვეყანა, ჩვენთვის არაფრის მთქმელია, თუ ამას თან მტკიცებულება არ ახლავს. მათი აზრით, ეს მექანიზმი რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ უშველის, მალე, მათ საკონსტიტუციო სასამართლო ხელოვნური სუნთქვიდან გამორთავს, რადგან ასეთი სახის პოლიტიკური პარტია არ უნდა არსებობდეს და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.