დაშავებული სამართალდამცველი შესაძლოა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ - „კურიერი“
1759599240
შსს ხმოვანი სიგნალის მეშვეობით პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად და მოუწოდებენ მათ, მოარიდონ ბავშვები, ქალები და მოხუცები ტერიტორიას.
მანამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
პერიოდულად, პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, შსს-მ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს და მოუწოდეს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ შესაბამის ღონისძიებებს.