ავარია იმერეთში - მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა
1760970231
ბუნებრივია, ეს არის გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება თავიდანვე იყო განსხვავებული, ჩვენ ჩავხსენით მანდატები, დავტოვეთ საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, „ლელოს“ ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ ჰქონია და არ ექნება.
„რაც შეეხება მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა ინტერესები იქნეს დაცული და წარმოდგენილი ადგილობრივ დონეზე, მაგრამ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელმაც შექმნა ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც ასამართლებს თანამედროვე საქართველოს ისტორიას, რომელიც არის არალეგიტიმურად შეკრებილი ორგანო, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ორგანოში ყოფნის რაიმე აზრს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.